Saturday, May 14, 2011

პროექტი

1.      პროექტის სახელწოდება:  ფრთხილად–ნარკოტიკები!
2.      იდეა: დავიცვათ  მოსწავლეები ნარკოტიკებისაგან .
3.      პროექტის აქტუალობა: ნარკოტიკების თემა ძალზე აქტუალურია მსოფლიოში, ასევე საქართველოში. უამრავი ადამიანი იღუპება ნარკოტიკების მოხმარების შედეგად.ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდებს გავაცნობიერებინოთ, თუ რა საფრთხეს შეუქმნიან საკუთარ ჯანმრთელობას ნარკოტიკების მოხმარების შემთხვევაში.
4.      პროექტის მიზნები: დავაფიქროთ მოსწავლეები რამდენად საზიანოა ნარკოტიკები ადამიანის ჯანმრთელობისათვის. აღვუძრათ სურვილი იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით.
5.      მონაწილეთა ასაკი 16–17 წელი.
6.      ვადები,ხანგრძლივობა: 1–2 კვირა.
7.      მოსალოდნელი შედეგები, პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:

  • ü  საინფორმაციო ბუკლეტები;
  • ü  ბლოგის შექმნა;
  • ü  მაისურები ნახატით;
  • ü  პლაკატები;
  • ü  ვიდეომასალა.
8.      პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი, სხვადასხვა სამეცნიერო ლიტერატურა.
9.       პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად.
I.                    ჯგუფი მოიძიებს მასალებს თუ რა და რა სახის ნარკოტიკები არსებობს, როგორ მოქმედებენ ისინი ადამიანის ჯანმრთელობაზე.
II.                 ჯგუფი დაადგენს თუ რამდენი ადამიანი იღუპება სტატისტიკის მიხედვით საქართველოში ნარკოტიკების მოხმარების გამო. გაეცნობიან კანონს ნარკომანიის შესახებ.
III.               ჯგუფი დაამზადებს პლაკატებს,ბუკლეტებს,მოიძიებს ვიდეომასალას.
IV.              მოიწვევენ სასურველ სტუმარს (ისეთ ადამიანს ვინც იყო ნარკოტიკების მომხმარებელი და შეძლო გამკლავებოდა პრობლემას, მედიცინის მუშაკს) დაუსვამენ მათთვის საინტერესო კითხვებს და მოისმენენ სასარგებლო რჩევებს.
10.  საგნებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: სამოქალაქო განათლება.
11.  პროექტის ხელმძღვანელი: ვერა მახარაშვილი
12.  ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: veramakharashvili@gmail.com
13.  პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: veramakharashvili.blogspot.com